03:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 16:36:12, 477 ნახვა

საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: ვეფხვმა რომ პიროვნება დაგლიჯა, არავის ბრალეულობა არ არის

„ვეფხვმა, რომ პიროვნება დაგლიჯა, სტიქიის გაგრძელებას მივაწერდი და არავის ბრალეულობა არ არის“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ლაგუნა ვერეს მიმდებარედ გუშინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სოციალურ ქსელში  საუბარი იმის შესახებ, რომ ვეფხვი შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა  ჩაკეტეს, რათა ეს ტრაგედია მომხდარიყო, აბსურდია.

ივანიშვილის ვარაუდით, ამ ინფორმაციას თავად „ნაციონალური მოძრაობა“  ავრცელებს. 

„ვეფხვმა, რომ პიროვნება დაგლიჯა, მე სტიქიის გაგრძელებას მივაწერდი და არავის ბრალეულობა არ არის. ის განცხადებები, რაც გაკეთდა, დირექტორსაც, რომ აღარ ეგონა, ვეფხვი ცოცხალი იყო, ესეც შეიძლება სტიქიას მივაწეროთ და არა ვინმეს დავაბრალოთ. „ნაციონალებს“ ამით ნუ გავაპრავებთ. ვეფხვს „ ნაციოანლებს“ არავინ აბრალებს, გარდა თავად „ნაციონალებისა“. ისევ ისინი წერენ. ჩვენ მათი ხელწერა ვიცით. „ფეისბუქში“ ახერხებენ და წერენ, რომ ვითომ, „ნაციონალებმა“ მიიყვანეს იქ და ჩაკეტეს. ასეთი აბსურდი, ვფიქრობ, ისევ მათი ხელწერაა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics