|
2019-02-16 11:43:33, 1106 ნახვა
საზოგადოება
სანზონაში, გაქირავებულ კერძო სახლში, 2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა
2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა წუხელ სანზონაში, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ სახლში კუსტარულად დამონტაჟებულ, აკრძალულ ღია კამერიან წყალგამაცხელებელს ხმარობდნენ. სახლის დათვალიერების დროს გაირკვა, რომ კერძო სახლში მეპატრონე ოთახებს აქირავებს, სადაც ასევე კუსტარულად დამონტაჟებული რამდენიმე ღია კამერიანი წყალგამაცხელებელია. უსაფრთხოების მიზნით კერძო სახლში მცხოვრებთ გაზის მიწოდება შეუწყდა. ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა სახლის მეპატრონე გააფრთხილეს რომ არ ჩართოს გაზი უნებართვოდ და სასწრაფოდ შეცვალოს აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები დახურული წვის კამერიანი დანადგარებით, რადგან საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლეს. სტატისტიკის თანახმად CO-თი ინტოქსიკაციის და გარდაცვალების შემთხვევების 70 პროცენტი გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში დაფიქსირდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ ვიდრე იქირავებთ ან იგირავებთ ბინას, აუცილებლად შეამოწმებინეთ გაზგაყვანილობა და გაზის დანადგარები სპეციალისტებს. CO ბუნებრივ აირზე მეტად საშიშია.
(R)
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)