|
2019-02-15 15:23:37, 1006 ნახვა
საზოგადოება
ილია წულაია: კ2 კოეფიციენტის გაზრდის გაუქმება არის რევოლუციური ნაბიჯი ქალაქის განვითარებაში
კახა კალაძის და თბილისის მერიის დღევანდელი გადაწყვეტილება კ2 კოეფიციენტის გაზრდის გაუქმების შესახებ რადიკალურად შეცვლის თბილისის განვითარებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ილია წულაიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით. „პირველ რიგში წერტილს დაუსვამს ქაოტურ განაშენიანებას - აშენდება მხოლოდ იმ მასშტაბის შენობები, რომელიც კონკრეტულ უბანს შეესაბამება, როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ისე ზომით. მეორეს მხრივ ერთიან თამაშის წესებს დაამკვიდრებს ყველა დეველოპერული კომპანიისთვის - არავის არ ექნება იმის განცდა, რომ ვინმე უპირატეს მდგომარეობაშია და იმატებს კოეფიციენტს ხოლო სხვა ვერ ახერხებს და ზარალდება. მე მივესალმები ამ თამამ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ თბილისის განვითარება სწორი მიმართულებით გაგრძელდება“, - განახცხადა მან.
(NS)
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)