|
2019-02-15 12:12:51, 1270 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - მამუკა ხაზარაძესთან „თიბისის“ წილების დათმობაზე საუბარი არ მქონია
ვიცე-პრემიერისა და შსს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან „თიბისი ბანკის“ წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მარეგულირებლის მიერ ფინანსური რეგულაციების ფარგლებში მიღებულ გადაწვეტილებაზე, კომენტარს ვერ გააკეთებს. „არ მქონია, ეს ერთი და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მარიგულიერბლის მიერ ფინანსური რეგულიაციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ამ გადაწყვეტლებაზე მე არ და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ მეკითხებით, როგორც ყოფილ ბიზნესომბუდსმენს, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, რომ „თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს. არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთ ესმოდეს „თიბისი ბანკის“ სისტემის მნიშვნელობა, ვიდრე ეს არის რეგულატორი, ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, მითუმეტეს ჩემი მხრიდან“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. გარდა ამისა, როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის 2-თვიანი ვადა მიეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ და სასამართლო დავას გააგრძელებენ. სებ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად მამუკა ხაზარაძეც. განცხადება იხილეთ აქ.
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)