|
2019-02-13 14:57:14, 1379 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე - რეზოლუციაში, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინა, ძლიერი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსთვის
რეზოლუციაში, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინა, ძლიერი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ის კონგრესს წარედგინა რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეზოლუციაში, კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. „თუ დააკვირდებით ბოლო პერიოდის დინამიკას, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან და ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს ვიღებთ ჩვენი მეგობრებისგან და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამ მხარდაჭერისთვის. უმნიშვნელოვანესია აშშ-ის საკანონმდებლო აქტებში მსგავსი ჩანაწერების არსებობა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)