|
2019-02-13 14:54:21, 1325 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: ყურადღებას ვთმობთ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას, რათა ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად
„ჩვენ მნიშვნელოვან ყურადღებას ვთმობთ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ის, რომ საქართველო გადავაქციოთ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რეგიონის ცენტრად“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეიტინგის მიხედვით - „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019", საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და წინა წელთან შედარებით ორი ადგილით დაწინაურდა, შესაბამისად, ქვეყანამ ევროპის 46 ქვეყანას შორის მე-18 ადგილიდან მე-16 პოზიციაზე გადაინაცვლა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპის პალატის ეს კვლევა ეფუძნება ბიზნესის მთლიანი კონტექსტის შეფასებას, რაც მოიცავს ბიზნესგარემოს, კანონმდებლობის, სამთავრობო პოლიტიკის, სოციალური გარემოსა და იმ პირობების შეფასებას, რომლებიც ქვეყანაშია.
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)