|
2019-02-13 11:46:12, 906 ნახვა
საზოგადოება
საქართველო 2019 წლის 19 ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა
ბრიტანულმა სამოგზაურო ჟურნალმა Contemporary Class Magazine საქართველო საუკეთესო 19 ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. სიაში საქართველოს გარდა არიან: იაპონია, უზბეკეთი, მალდივები, აზორის კუნძულები, ირანი, შრი ლანკა, რუანდა, გერმანია, ჰონკ კონგი, პანამა, ყატარი, დანია, კოლუმბია, ბულგარეთი, ეგვიპტე, პუერტო რიკო, ეთიოპია და კანადა. "სად და რატომ უნდა ვიმოგზაუროთ 2019 წელს?! ჩვენ შევარჩიეთ ის ქვეყნები, სადაც წელს საიუბილეო დღესასწაულები აღინიშნება და საინტერესო ღონისძიებები იმართება. ჩვენს სიაში მოხვდნენ ახალი და ჯერ კიდევ აუთვისებელი ტურისტული მიმართულებები, სახელმწიფოები გამორჩეული კულტურით და ხელოვნებით. 2019 წელს ამ ქვეყნებში სხვვადასხვა სახის სიახლეებია დაგეგმილი და სანამ ისინი მეინსტრიმად იქცა, ისინი აუცილებლად უნდა მოინახულოთ", - წერს სტატიის ავტორი ბეთანი სილკოქსი. სტატიაში აღწერილია, როგორ თბილისი, ასევე ბაკურიანი და ქვეყნის სხვადასხვა საინტერესო ადგილები. "არასდროს არ არის ცუდი დრო საქართველოსთვის მონახულებისთვის, თუმცა 2019 წელი გვპირდება განსაკუთრებულ ღონისძიებებს. BBC 1 გადაიღებს ისტორიულ დრამას საქართველოში, რომლის მთავარი პერსონაში ცხოვრობდა ფოთში და გარდაიცვალა ქუთაისში. მოგზაურობა ასევე შეგიძლიათ თბილისის მოდის კვრეულს დაამთხვიოთ, რომელიც აპრილსა და ოქტომბერში იმართება. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს, ღონისძიება ივლისშია დაგეგმილი. ოქტომბერში კი დაესწროთ ცნობილი ბრიტანელი მრბოლელის, ფორმულა 1-ის ქალი-პილოტის ზოი უითექერის შოუს, რომელიც ბათუმიდან ბაქომდე კლასიკური ავტომობილების რალს გამართავს", - წერს Contemporary Class Magazine. ჟურნალის მეორე სტატია კი დაბა სტეფანწმინდას ეძღვნება.
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)