23:27 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-12 10:50:12, 3056 ნახვა

მსოფლიო
BBC: ამერიკელმა კონგრესმენებმა ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხეთ საზღვრების დაცვის საკითხზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწეიეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კონგრესმენების ამ გადაწყვეტილებით მთავრობა შეძლებს მორიგი ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილოს. 

როგორც რესპუბლიკელმა სენატორმა რიჩარდ შელბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, კონგრესმენებმა შეთანხმებას დახურულ შეხვედრაზე მიაღწიეს. 

ამასთან, სხვადასხვა მედიით ვრცელდება ინფორმაცია შეთანხმების დეტალებზე. კერძოდ, კონგრესმენების გეგმა სასაზღვრო კედლისათვის ბიუჯეტში 1.4 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. თავის მხრივ ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კედლის აშენებისთვის 5.7 მილიარდ დოლარს ითხოვს. 

აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ დონალდ ტრამპმა მას ხელი მოაწერა. 

გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერის თქმით, კედელი აშშ-მექსიკის საზღვარზე ნებისმიერ შემთხვევაში აშენდება. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics