02:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 09:31:49, 373 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმე იქნება ბატონი ზურას დამცველი, ერთ-ერთი მე ვიქნები

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის დაკავებას არ გეგმავს.

ღარიბაშვილის თქმით, პირდაპირი პროვოკაცია ხდება, რომ თითქოს პროკურატურა  გურიელიძის დაკავებას აპირებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის მძიმე იყო, რაც მოხდა დღეს და ხდება ამ დღეების განმავლობაში. ამ კრიზისმა გადაიარა ბატონი ზურაბის თავზე. თუ ვინმე იქნება მისი დამცველი, ერთ-ერთი პირველი ვიქნები. ის თავის საქმის ღირსეული პროფესიონალია. ამ შოკური მდგომარეობიდან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არ გამოსულა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა საგანგებო საბჭოს სხდომაზე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ.

ღარიბაშვილმა დასძინა, რომ  ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და არავის მისცენ პოლიტიკური სპეკულაციების საშუალება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics