|
2019-02-08 15:40:40, 1619 ნახვა
კომენტარი
ბატიაშვილი: დღენახევარი ვუყურებ ცილისწამებას, ტყუილს და შეურაცხყოფას - მაქვს დეჟავუ, რომ დაახლოებით ვცხოვრობ 9 წლის წინ
„დღენახევარი რასაც ვუსმინე, გარდა ცილისწამების, მონტაჟის, შეურაცხყოფის, მე ვერ მივიღე ვერცერთი დასაბუთებული მოსაზრება რეფორმის მიმართულებით“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან საკანონმდებლო ორგანოში ორდღიანი ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ დაანონსებულ რეფორმებს ალტერნატივა არ აქვს. მისივე თქმით, უწყება ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის და მზად არის, მნიშვნელოვანი მოსაზრებები მოისმინოს. „იყო კრიტიკა, რომელიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც შეეხება საქმიან კრიტიკას, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მოსაზრება გასათვალისწინებელია. მე მინდა ყველა საქმიანი კრიტიკის კუთხით გამოთქმული მოსაზრებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო ყველა დეპუტატს, რომელიც იყო ამაში ჩართული. მაგრამ მეორე, რასაც ვუსმენდი, ეს არის აბსოლუტური აბსურდი და ტყუილია, მათ შორის დამონტაჟებულ მასალაზე, 4-5 წამიან მასალაზე, მე მინდა მოგიწოდოთ და კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ თუ გყოფნით იმის უნარი, რომ ესეთი მასალა გაუშვით, გაუშვით ბოლომდე. ეს ყველაფერი გავლილია. დღენახევარი, რასაც აქ ვუყურებ, მაქვს აბსოლუტური დეჟავუს შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი, შეურაცხყოფა, ტყუილი, მონტაჟი და ამ მონტაჟზე აგებული ცილისწამება, რასაც აქ ვუსმენ, მაქვს დეჟავუ, რომ დაახლოებით მე ვცხოვრობ ცხრა წლის წინ, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა და რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“, რომ დღეს როდესაც აქედან გავალ, მე აღარ ვცხოვრობ 9 წლის წინ, ვცხოვრობ სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში, სადაც აქვთ ესეთ ადამიანებსაც აზრის გამოთქმის უფლება და არამარტო აზრის გამოთქმის უფლება აქვს ამ ტყუილზე, რასაც დღენახევარი ვუსმენ აქ, არამედ ისე შეგვიძლია ერთად ვუსმინეთ, როგორც ჩვენ შეგვეფერება, მხოლოდ ღირსეული პასუხიებით. ამიტომ მე მჯერა, ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ და არის მიმართული რეფორმებისკენ, ამას ალტერნატივა არ აქვს. დღენახევარი რასაც ვუსმინე, გარდა ცილისწამების, მონტაჟის, შეურაცხყოფის, მე ვერ მივიღე ვერცერთი დასაბუთებული მოსაზრება რეფორმის მიმართულებით. ამიტომ, მე მჯერა მუშაობით, ერთმანეთთან კომუნიკაციით, მივაღწევთ იმას, რომ თავისთავად ყველა გადაწყვეტილება იქნება გააზრებული, შეჯამდება, გავაგრძელებთ მუშაობს აქტიურად კომიტეტთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. სამინისტრო ყველანაირად გახსნილია იმისთვის, რომ მოისმინოს საღი აზრი და ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოსაზრება გაითვალისწინოს“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)