|
2015-06-17 19:50:56, 420 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა გიორგობიანი: არ არის საჭირო, ეს ტრაგედია ანგარიშსწორებად იქცეს
„მოსახლეობა მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოს“, –ამის შესახებ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამასხურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა. მან მოსახლეობას მოუწოდა, პანიკას არ აყვნენ და თხოვნით მიმართა, რომ სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია არ გაავრცელონ. „მოსახლეობა უნდა იყოს მაქსიმალურად ყურადღებით, პანიკა საჭირო არ არის და თუ იქნება შეტყობინება გაკეთებული, ჩვენ მადლობლები დავრჩებით. ეს ცრუ განგაშები და ცრუ ინფორმაციები მინდა ომ რამენაირად შეწყდეს“, – აღნიშნა გიორგობიანმა. მისივე მტკიცებით, ამ პერიოდში მერიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის პრობლემა არ ყოფილა. „არანაირი პრობლემა კომუნიკაციის ცენტრალურ ხელისუფლებასთან არ ყოფილა. მერია ამ შემთხვევაში ძალიან ოპერატიულად და კარგად მუშაობდნენ. ტრაგედიია, რომელიც დღეს დატრიალდა, არანაირ საფუძველს არ ქმნის, რომ რაღაც კომუნიკაცია არ არსებობდა, ან ვერ მუშაობდა. ეს ვეფხვი, რომელიც ზოოპარკის თანამშრომლებმა ჩათვალეს, როდესაც პირველ დღეს გამოიტანეს ლეშები - რომ მკვდარი იყო, აღმოჩნდა რომ ცოცხალი ყოფილა და ერთ-ერთ სარდაფში შემალული. ის, რომ ეს ტრაგედია იქცეს ანგარიშსწორებად არ არის საჭირო ამ ტრაგედიის კიდევ უფრო დამძიმება და რაღაც სკალპების მოთხოვნა“, – აღნიშნა გიორგობიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)