|
2019-02-07 14:42:44, 1145 ნახვა
საზოგადოება
თბილისის იუსტიციის სახლში პროგრამა „მოხალისე“ განახლდა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" სსიპ „იუსტიციის სახლთან" ერთად პროგრამა „მოხალისე" განაახლა. მასში 15-დან 21 წლის ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობენ. მოხალისეები იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებაში საჭიროების მიხედვით ეხმარებიან. პროგრამის განახლება ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით უფასოდ ჩანაცვლების ერთ თვიან აქციას უკავშირდება. პროგრამა „მოხალისე“ თბილისში აქციის დასრულებამდე გაგრძელდება. პროგრამის დასრულების შემდეგ ყველა მოხალისეს სერტიფიკატი გადაეცემა. მისი მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი ინიციატივების მხარდაჭერა. მოხალისეებმა თავდაპირველად გაიარეს თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი იუსტიციის სახლში მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ და დაეუფლნენ მოქალაქეთა მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, გაეცნენ იუსტიციის სახლის მუშაობის სტანდარტებს. როგორც ცნობილია, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს აქციით, შეცვალოს ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღოს პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია. აქცია ვრცელდება საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებზე, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე, მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა. ბიომეტრიული დოკუმენტი უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“.
(NS)
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)