|
2019-02-07 13:15:54, 1311 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე - განათლების მინისტრთან ია კერზაიას საქმესა და გამოცდების გაუქმებაზე გვექნება კითხვები
განათლების მინისტრთან ია კერზაიას საქმე, პედაგოგებზე ზეწოლასა და გამოცდების გაუქმებაზე გვექნება კითხვები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ პლენარული სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ცნობილია, მინისტრი ერთი საათის განმავლობაში დეპუტატების კითხვებს პლენარულს სესიაზე უპასუხებს შემდეგ კი კომიტეტის სხდომა მთლიანად ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეს დაეთმობა. „განათლების მინისტრთან გვექნება რამდენიმე მიმართულებით მწვავე კითხვები, პირველ რიგში, ბუნებრივია, ეს არის ია კერზაიას საქმე. ამასთან დაკავშირებით კითხვები გვექნება პლენარულ სხდომაზე, შემდეგ კი კომიტეტის სხდომა მიეძღვნება ამ საქმის (ია კერზაიას) განხილვას. მეორე მნიშვნელოვანი თემაა, რომ ამ მინისტრის პირობებში განათლების სამინისტროს უკიდურესი პოლიტიზირება მოხდა და რესურს ცენტრები პრაქტიკულად იქცა მასწავლებლებზე ზეწოლის ინსტრუმენტებად და ეს არის დიდი პრობლემა. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის დაანონსებული რეფორმა, რომელიც მარტო გამოცდების გაუქმებას ისახავს მიზნად ყოველგვარი ხედვის გარეშე, როგორ უნდა გაუმჯობესდეს სწავლება სკოლებში, როგორ უნდა შეიცვალოს მისაღები სისტემა უივერსიტეტებში და ასე შემდეგ, ეს არის ძირითადი მიმართულებები, მთავარი ფოკუსი გვექნება ამ სამ თემაზე“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)