|
2019-02-06 16:45:06, 983 ნახვა
საზოგადოება
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
მიმდინარე წლის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელდება, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის რეაბილიტაციაა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, სარეაბილიტაციო სამუშაოები მაქსიმალური ყურადღებით ჩატარდება. „ეს შენობა-ნაგებობა 200 წელს ითვლის და ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობაა თბილისში, რომელმაც ბევრი ქარტეხილი გამოიარა, ბევრჯერ შეიცვალა გასულ საუკუნეში თავისი იერ-სახე. სწორედ მის თავზე აღიმართა პირველი რესპუბლიკის ეროვნული დროშა. დღეისთვის, სასახლე მართლაც მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ, მივიღეთ შენობის რეაბილიტაციისა და მოწესრიგების გადაწყვეტილება. სასახლეს დღეს საუკეთესო ფუნქცია აქვს - ემსახურება ბავშვებს და კიდევ დიდხანს მოემსახურება, თუ სათანადოდ ვუპატრონებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. როგორც კახა კალაძემ სასახლის რეაბილიტაციაზე საუბრის დროს აღნიშნა, საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია და 10 თებერვალს დასრულდება. „პროექტის ღირებულება 599 000 ლარია. ჩვენ პროექტებს ეტაპობრივად მივიღებთ, რომ 2019 წელსვე დაიწყოს სამუშაოების განხორციელება. პირველი აქცენტი იქნება ფასადის აღდგენაზე და შემდეგ, შიგნითაც მასშტაბური სამუშაო იქნება ჩასატარებელი. სასახლის შენობა მთლიანად მოწესრიგდება და მომავალ თაობებს კიდევ ბევრი ათეული წლის განმავლობაში, სათანადოდ მოემსახურება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)