18:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 18:37:32, 379 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან ასელბორნს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან ასელბორნს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოში მომხდარი  ტრაგედიის გამო და საქართველოს პრეზიდენტსა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ლუქსემბურგის ორმხრივი ურთიერთობა განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

გიორგი მარგველაშვილმა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, ჟან ასელბორნმა საქართველოს პრეზიდენტს რიგისა და უელსის სამიტის გადაწყვეტილებათა იმპლემენტაციის პროცესში დახმარება აღუთქვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics