|
2019-02-05 17:18:03, 934 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. ამ ეტაპზე, 18 და 31-მეტრიანი კოჭების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც ჯამში 42 ერთეულია. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. „ავჭალაში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ფაქტობრივად, ახალი ხიდების მშენებლობის პროექტი ხორციელდება, რადგან არსებული ხიდები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. სამუშაოები შარშან დაიწყო და მაისისთვის დასრულდება. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და მისი ღირებულება დაახლოებით, რვა მილიონ ლარს შეადგენს. ტერიტორიის ორივე მხარე ყოველმხრივ მოწესრიგდება და ავტომობილით გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოების ფარგლებში, მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს - როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს სრული დემონტაჟი ჩაუტარდება. არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენდა, ახალი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს და ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 057 871 ლარი დაიხარჯება. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში შალვა ოგბაიძე გაეცნენ.
(NS)
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)