|
2019-02-05 15:47:39, 1252 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: წელს მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას განვახორციელებთ, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით
„პარლამენტი მიმდინარე წელს განახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით, რაც ჩვენი სახელმწიფოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების აუცილებელი პირობაა",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის დეცენტრალიზაციის პროცესის შემდგომი განვითარება, რაც მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაფართოებასა და მათი ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებაში იქნება გამოხატული. „საქართველოს პარლამენტი იმუშავებს საარჩევნო კოდექსის დახვეწასა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის გადასინჯვაზე, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართულობით. კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, პარლამენტი მიიღებს ორგანულ კანონს, რომლითაც განხორციელდება უცხოელებზე მიწის გასხვისების რეგლამენტაცია. ასევე, მივიღებთ კანონს საქართველოში უცხოელთა მიგრაციის მოსაწესრიგებლად და ბინადრობის ნებართვის გაცემის სათანადო რეგლამენტაციის უზრუნველსაყოფად. აქტიურად ვიმუშავებთ ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომელმაც სათანადოდ უნდა უპასუხოს ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობასთან, ბავშვების სიღარიბესთან, ბავშვის უფლებების დაცვასა და რეალიზებასთან დაკავშირებულ სხვა გამოწვევებს. გარდა ამისა, პარლამენტი 2019 წელს იმუშავებს სამხედრო კანონმდებლობის კოდიფიკაციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადასინჯვაზე, ტყის კოდექსზე, შშმ პირთა დაცვის შესახებ კანონზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეს სამომავლო გეგმების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებ, პარლამენტი საზოგადოებას მეტ ინფორმაციას რეგულარულად მიაწვდის.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)