|
2019-02-04 18:15:38, 1100 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა ენერგეტიკის სექტორის სპეციალისტებს შეხვდა და გაზის მიწოდების წესების გამკაცრების დაგეგმილი წესები გააცნო
ჩვენ ვამკაცრებთ როგორც მოთხოვნებს როგორც გაზის სადისტრიბუციო კომპანიებისა და გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა - მონტაჟში დაკავებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, ასევე უნდა გაიზარდოს მომხმარებელთა პასუხისმგებლობაც", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლის დროსაც გაზის ინფრასტრუქტურაში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციის გენერალური დირექტორი გრიგოლ კაკაურიძე, სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ხარებავა, სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები გია არაბიძე, შოთა მესტვირიშვილი, ნოდარ ქევხიშვილი, ევტიხი მაჭავარიანი, დიმიტრი კუჭუხიძე, აგრეთვე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელი თემურ გოჩიტაშვილი და სხვა ოფიციალური პირები. აღინიშნა, რომ გაზის გამანაწილებელ და ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამების ამოქმედებას. ითქვა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თავისი ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსებით შეუძლია გადამზადების პროგრამების ამოქმედება და გაზის კომპანიებში იმ პერსონალის გადამზადება, რომელთაც უშუალოდ აქვთ შეხება გაზის ინფრასტრუქტურასთან და მოწყობილობებთან. გარდა ამისა, გამოითქვა მოსაზრება, რომ გაზის სადისტრიბუციო კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შესახებ, რომელთა გამოყენებაც მინიმუმამდე შეამცირებს ავარიებისა და უბედური შემთხვევების რაოდენობას. კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ნათია თურნავამ გაამახვილა ყურადღება, იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების სერტიფიცირებაა, რომლებიც დაკავებულნი არიან გაზის მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცვლილებები კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში, რომლებიც გაზის მოხმარების წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი განსახილველად.
(NS)
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის საქმეზე უდესიანს და მუხაძეს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)