01:29 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 15:26:28, 1445 ნახვა

სამართალი
კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულებს შორის მომღერალი გიორგი გასვიანია

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი მომღერალი გიორგი გასვიანია.

როგორც მომღერლის ადვოკატმა კახა ხვისტანმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება გუშინ, მის სამსახურში მოხდა. 

„ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია გიორგი გასვიანი. მისი დაკავება განხორციელდა გუშინ, მისი სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავების შემდგომ ის გადაყვანილია გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში. უახლოეს საათებში ჩავალ გორში და მოვინახულებ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს", - განაცხადა ადვოკატმა.

გასვიანს ბრალს სავარაუდოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ. 

 

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics