|
2019-01-31 16:11:01, 1004 ნახვა
საზოგადოება
„კომპანიას, რომელიც ამ ამბავშია, შენ მოუგვარე ყველაფერი“ - კამათი კალაძესა და ელისაშვილს შორის
თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც დღეს 7ადამიანი გაზით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა იკამათეს. ელისაშვილი აცხადებდა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა „ყაზტრანსგაზს“ და თბილისის მერიას ეკისრება. იგი კალაძისგან პრობლემასთან დაკავშირებით ღია შეხვედრის გამართვას ითხოვდა. „იმ კომპანიას, რომელიც ამ ამბავშია, შენ მოუგვარე ყველაფერი. გააკეთეთ საჯარო შეხვედრა, ან თუნდაც კამერების გარეშე. თუ გინდათ მე ნუ დამიძახებთ ვისაც ესმის ის მიიყვანეთ“, - მიმართა ელისაშვილმა კახა კალაძეს. მანვე აღნიშნა, რომ „ყაზტრანსგაზის“ გენერალური დირექტორი უნდა გადადგეს. კამათი დაახლოებით 1 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ, ელისაშვილს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია გაესაუბრა. შეგახსენებთ, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზით ინტოქსიკაციის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც „ყაზტრანსგაზში“ განაცხადეს, მომხდარი მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი გახდა. კომპანიამ ოქმიც გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ ბინაში მათმა თანამშრომლებმა წყლის გამაცხელებელი შემოწმების დროს დალუქეს, რადგან უსფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებდა. მიმდინარეობს გამოძიება.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)