16:42 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 14:26:08, 1059 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი - ილია მეორეს აქვს სიბრძნე, რათა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე, რათა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ საფრანგეთის მიტროპოლიტმა, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა მეუფე ემანუელმა, საქართველოს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო და მასზე სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ავტოკეფალიაზეც ისაუბრეს.

„შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა გარკვეულ საკითხებს, აზრთა გაცვლა-გამოცვლას მსოფლიო საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის. შევეხეთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზს და ტომოსზეც გვქონდა მსჯელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და ეკლესიის მღვდელმთავრებთან. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმირება ამ საკითხის დეტალებზე და ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავსმოხვევა ან ზეწოლა. ჩვენ ვიცით, რომ პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური, ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა“, - განაცხადა მეუფე ემანუელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics