|
2019-01-29 17:26:39, 1125 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ყოველწლიურ სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. განაცხადების მიღება 25 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. საგანმანათლებლო პროექტს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. პროექტის არეალი ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს მასში საქართველოს ყველა რეგიონის 374 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 2200-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ VIII-XII კლასის მოსწავლეებს. ვიქტორინის ნახევარფინალური ეტაპი „რა? სად? როდის?" ინტელექტუალური თამაშის პრინციპით 2019 წლის აპრილში ერთდროულად ჩატარდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ყველაზე მაღალქულიანი 50 სკოლის გუნდი ერთმანეთს შეეჯიბრება ფინალში, რომელიც 2019 წლის მაისში თბილისში შედგება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში და სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: http://www.archives.gov.ge/ge/saqartvelos-pirveli-demokratiuli-respublika. ფოტოზე: 2018 წელს გამართული ფინალი.
(NS)
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)