|
2019-01-29 16:03:24, 1174 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში სამი სკვერი მოეწყო
გლდანის რაიონში სამი ახალი სკვერი მოეწყო. გლდანის ხევის N3-N3 ა, N1-1 ა და მესამე ა მიკრორაიონის N23-24 კორპუსებთან სკვერის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიებზე შესაბამისი ინვენტარი განთავსდა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, დამონტაჟდა საბავშვო-გასართობი მოედნები. ამასთან, სკვერის ტერიტორია ლითონის ღობით შემოისაზღვრა, მოეწყო განათებისა და წყლის სისტემები. სამივე სკვერში დაითესა ბალახი, N3-3ა და N23-24 კორპუსთან კი, ახლადმოწყობილ სკვერში ხე-მცენარეები დაირგო. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე პარლამენტის და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან, შალვა ოგბაიძესთან და ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „გლდანის რაიონს კიდევ სამი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა. სკვერებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოსახლეობამ კომფორტულად დაისვენოს. მსგავსი სივრცეების მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სხვადასხვა მისამართზე წელსაც არაერთ სკვერს მოვაწყობთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
(NS)
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)