20:21 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 09:41:30, 426 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მოდით, შევახსენოთ ყველას, რომ გაუტეხელი ხალხი ვართ

„ მოდით, შევახსენოთ ყველას, რომ ვართ ერთმანეთის გვერდით მდგომი და გაუტეხელი ხალხი“, – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებს და მათ პოლიციელების, მაშველებისა და მოქალაქეების საგმირო ისტორიების გაშუქება სთხოვა, რომელთაც სამოქალაქო თავდადების მაგალითი აჩვენეს.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საზოგადოება ამ დღეების განმავლობაში არაერთი საგმირო საქმის მოწმე გახდა და ეს არის ისტორიები, რომლებზეც მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ.

„უამრავი ასეთი ისტორია მოვისმინე. მოქალაქეები სთავაზობდნენ დაზარალებულებს ბინებს, ერთმა მოქალაქემ ავეჯის უფასოდ დამზადება შესთავაზა მათ. ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდა კაცი, რომელიც საჭმელს უმზადებდა მოხალისეებს და პიცერიის მეპატრონე, რომელმაც 20 პიცა მიიტანა სტიქიის ზონაში. დაგვეღუპა მაშველი, რომელმაც გადაარჩინა სხვისი სიცოცხლე და საკუთარი თავი გასწირა. ეს მაშველი არის გმირი და მისი გმირობა სახელმწიფოსგან სათანადო დაფასებას საჭიროებს. მის ოჯახს, კანონის შესაბამისად, 100 000 ლარის ფულადი დახმარება გადაეცემა. აი, ასეთ ადამიანებზე უნდა გავაკეთოს სიუჟეტები და დავბეჭდოთ მათი ისტორიები. ვუთხრათ მოსახლეობას, თუ როგორი გმირები გვყავს,“–აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics