|
2019-01-25 15:11:48, 1146 ნახვა
საზოგადოება
მანდატურის სამსახურის უფროსი: ოქტომბერში სკოლებში დაპირისპირების 663, ხოლო დეკემბერში 424 ფაქტი დაფიქსირდა
2018 წლის ოქტომბერში სკოლებში ფიზიკური დაპირისპირების 663, ნოემბერში - 483 და დეკემბერში 424 ფაქტი დაფიქსირდა, - ამის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შესაძლებელია იმის თქმა, რომ სკოლებში დაპირისპირების ფაქტების თვალსაზრისით კლება ფიქსირდება. გელაძის თქმით, სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოებას მანდატურთან ერთად ინტერვენციის ჯგუფები დაიცავენ. ეს ჯგუფები სკოლებში მაშინ გამოცხადდებიან, როდესაც ვითარება განსაკუთრებით დაიძაბება. მისივე ინფორმაციით, ამ ჯგუფის შემადგენლობაში ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ბავშვთა ფსიქიატრი შევლენ. „მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა ფსიქოლოგიური სამსახურის გაძლიერებაზე, გაიზარდა რაოდენობა ჩვენი ფსიქოლოგების და კვალიფიკაცია, რომლებიც ჩართულები არიან თვითონ მანდატურებთან ერთად სკოლის სამუშაოებში და ამან უკვე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ასევე გაიზარდა სხვა და სხვა ელექტრონული საშუალებებით წვდომა ამ სამსახურზე, ასევე ცხელი ხაზის მუშაობა გაძლიერდა 24 საათის განმავლობაში. ანუ სამი თვის განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაოები,“- განაცხადა განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)