|
2019-01-25 12:48:33, 1165 ნახვა
საზოგადოება
ხაბარელი: ფედერაციის პრეზიდიუმი გადაწყვეტს დარჩება თუ არა გეგა გეგეშიძე დაკავებულ თანამდებობაზე
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ხაბარელის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა გაიმართება, სადაც გეგა გეგეშიძის თანამდებობაზე დარჩენის საკითხზე იმსჯელებენ. როგორც ხაბარელმა აღნიშნა, მთავარია, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგება მოხდეს. მისივე თქმით, ზურაბ დათუნაშვილის სპორტსმენების დაკარგვა არ შეიძლება. „არავითარი დაუსჯელობის სინდრომი არ არის. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი ვალია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვცეთ პატივი. ახლა მთავარია სიტუაცია დამშვიდდეს, მოხდეს შერიგება. თუნდაც დათუნაშვილთან დალაპარაკება აუცილებელია, ვეტერანი სპორტსმენები არიან, ისი ახალგაზრდა სპორტსმენები და უნდა მოხდეს შერიგება. იმიტომ, რომ ჩვენ დასაკარგი არ გვყავს და მით უმეტეს ასეთი სპორტსმენის გადინება საქართველოდან, ეს დაუშვებელია. აქედან გამომდინარე მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი დამშვიდდეს, რამეთუ ახლოს არის ოლიმპიური თამაშები და ეს უნდა იყოს მთელი საქართველოს ინტერესი. მე როგორც ვიცი, იქნება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა და პრეზიდიუმზე მოხდება ამ საკითხის განხილვა. გეგეშიძე უნდა დარჩეს თუ არ უნდა დარჩეს, ეს არის პრეროგატივა პრეზიდიუმის. დაველოდოთ, ეს არის შორის, მოკლე მომავალში გადაწყდება ეს საკითხი", - განაცხადა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)