|
2019-01-23 13:38:51, 1078 ნახვა
საზოგადოება
MyBeeline აპლიკაციის მეშვეობით ბილაინის აბონენტი იღებს სრულფასოვან თვითმომსახურებას
მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრმა, ბილაინის მობილური აპლიკაცია MyBeeline-ი კიდევ უფრო მოქნილი გახადა, რის შედეგადაც მომხმარებელს აპლიკაციით, თითის ერთი დაჭერით შეუძლია თანხის გადარიცხვა ბილაინის სხვა მომხმარებელთან. საკუთარი ანგარიშიდან თანხის გადარიცხვისთვის მომხმარებელს აღარ სჭირდება ე.წ. USSD კოდის დამახსოვრება. მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ბილაინის ნებისმიერ მომხმარებელს როგორც საქართველოში, ისე როუმინგის დაფარვის ზონაში. 2018 წლის განმავლობაში MyBeeline აპლიკაციის განახლება რამდენჯერმე მოხდა და ის მეტად მოერგო მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. აპლიკაცია უკვე არჩევს ფიზიკურ პირსა და კორპორაციულ კლიენტს და უკანასკნელს განსხვავებულ ინტერფეისს აჩვენებს, სადაც მომხმარებელი ხედავს თავისი კორპორაციული ტარიფის ფარგლებში ხელმისაწვდომ ყველა პაკეტსა და მომსახურებას. აპლიკაციის განახლების შედეგად ბილაინის მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ: მიიღონ სპეციალურად მათთვის შექმნილი პერსონალური შეთავაზებები, როგორებიცაა ბონუსი ბალანსის შევსებაზე, ფასდაკლება და ბონუსი ინტერნეტპაკეტის აქტივაციაზე, ან სპეციალური სატარიფო გეგმა და სხვა. MyBeeline აპლიკაციის მეშვეობით ბილაინის აბონენტი იღებს სრულფასოვან თვითმომსახურებას და შეუძლია: ჩარიცხოს თანხა, ჩართოს მომსახურებები და ტარიფები, შეამოწმოს ბალანსი და მომსახურებების სტატუსი, დეტალურად იხილოს ხარჯები და, სურვილის შემთხვევაში, საბანკო ბარათის მონაცემებიც შეინახოს. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-სა და Android-ზე, ისე Windows Mobile -ზე. MyBeeline აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ: https://www.beeline.ge/applications/
(R)
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)