04:32 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 13:31:02, 1448 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა: კალაძეს ვურჩევდი, გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან, ნე მეტოლება

„კალაძეს ვურჩევდი, ჩემი ჩრდილიდან გამოვიდეს - ნუ მეზომება, ნუ მეტოლება, თუ რაიმეს კარგად გააკეთებს, მხოლოდ გამიხარდება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, უკანონო მის გადაწყვეტილებაში არაფერი ყოფილა და ეს დაადასტურა სასამართლომ.

„კალაძე, რიჟა არიან ერთი თავის ორი ფეხი. ისინი საზოგადოებას დღეს ატყუებენ. ერთმანეთის გამომრიცხავ რამეს ამბობენ ნახევარი საათის განმავლობაში. ჯერ ამბობენ, რომ  რა ვქნათ, სასამართლოს გადაწყვეტილებააო. ახლა ამბობენ, რომ არ აშენდება, მერე ნახევარ საათში ისევ გვეტყვიან, რომ რა ვქნათ, ისევ სასამართლოს გადწყვეტილებაა. გამოსავალი ამ სიტუაციაში არის შემდეგი. სამართლებრივად რომ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, ეს იცის კალაძემაც და ეს დაადასტურა სასამართლომაც. შესაბამისად, დღეს მიუხედავად იმისა, რას გვეტყვის კალაძე, მას აქვს სრული ლეგალური შესაძლებლობა, არ განაახლოს ეს მშენებლობა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდაზე ინვესტორთან და მონახოს საერთო ენა. მას აქვს ბევრი არგუმენტი, მათ შორის ახალი გენგეგმა, რომელსაც თვითონვე ლობირებს. ამიტომ ყველა ეს საუბარი მისი მხრიდან, სასაცილოა. მე კალაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან. ნუ მეზომება, ნუ მეტყოლება. თუ რამე კარგს გააკეთებს მე მხოლოდ გამიხარდება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, კახა კალაძემ გიგი უგულავას კორუმპირებული უწოდა. საქმე ეხება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემას, რომელიც გიგი უგულავამ მერობის დროს არის გაცემული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics