03:22 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-21 14:37:40, 1623 ნახვა

პოლიტიკა
დალია გრიბაუსკაიტე - ლიეტუვა მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე

ლიეტუვა მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვას ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ხაზი გაესვა ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების, მათ შორის ლიეტუვას განსაკუთრებულ მხარდაჭერას ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში.

აღინიშნა, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა და ევროკავშირის მიდგომა "მეტი მეტისთვის" საქართველოსთან მიმართებაში ყველაზე უფრო რელევანტურია.

ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.

საუბრისას, ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში.

დალია გრიბაუსკაიტემ მამუკა ბახტაძეს ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში საქართველოს მხრიდან საგარეო  საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი,  ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია მონაწილეობდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics