21:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-19 11:51:36, 3028 ნახვა

სამხედრო
I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული ავღანათშია

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული სრული შემადგენლობით ავღანეთში ჩავიდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვედანაყოფს მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი, მალხაზ მერლანი და I I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის მეთაური, კაპიტანი ანდრო კანკია დახვდნენ და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრებამდე ასეულმა სამ თვიანი მომზადება საქართველოში,ხოლო შემდეგ ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში 411-ე ბატალიონთან გაიარა და უმაღლესი შეფასება მიიღო.

რამდენიმე დღეში I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული I I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს როტაციის წესით ჩაანაცვლებს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებას, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, შვიდი თვის განმავლობაში შეუდგება. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.

 

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics