12:01 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-17 10:11:02, 1051 ნახვა

საზოგადოება
„ქართული ოცნება“ - დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე დაწყებული გამოძიება, უმოკლეს ვადაში გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

როგორც მმართველი პარტიის განცხადებაშია აღნიშული, მომხდართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, უმოკლეს ვადაში გამოავლენს მომხდარზე პასუხისმგებელ პირებს.

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რამაც 4 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი იმსხვერპლა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს მათ ამ უმძიმეს წუთებში.

აფეთქების შედეგად დაშავებულებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

დარწმუნებული ვართ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, უმოკლეს ვადაში გამოავლენს მომხდარზე პასუხისმგებელ პირებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics