|
2019-01-16 14:34:57, 1114 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - ბურკი და ნიქაბი დისკრიმინაციულია, თუმცა მისი აკრძალვა ქალების უფლებრივ მდგომარეობას უფრო დაამძიმებს
საქალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მთელ რიგ შემთხვევებში ქალები ბურკას შეიძლება იძულებით ატარებდნენ და ეს შესაძლოა, დისკრიმინაციულიც იყოს. ამასთან, ომბუდსმენის შეფასებით, ყველაფრის მიუხედავად, ქალებისთვის ამ ტანისამოსის აკრძალვა, მათი უფლებების დაცვა ვერ იქნება იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რაშიც მათ ცხოვრება უწევთ. ლომჯარიამ პარლამენტის წინაშე მთავარ არგუმენტად გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილება დაასახელა, რაც საფრანგეთში მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. ბურკის აკრძალვის საკითხზე ომბუდსმენმა კომიტეტის სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანის კითხვას უპასუხა. დეპუტატი დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს ნინო ლომჯარია მის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მუსლიმი ქალებისთვის ბურქის და ნიქაბის აკრძალვას ითვალისწინებს.
„ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება არ არის. სხვათა შორის, საფრანგეთმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მუსლიმი ქალებისთვის ამ ტანისამოსის ტარება აკრძალა, მაგრამ შემდგომ გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა აღნიშნული საკითხი განიხილა და დაადგინა, რომ ქალებისთვის ამ ტანისამოსის აკრძალვა არის დისკრიმინაციული. ეს ბოლო გადაწყვეტილებაა და მოგეხსენებათ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სტანდარტს ადგენს. როგორც კომიტეტი აცხადებს, ეს აკრძალვა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ამყოფებს მუსლიმ ქალებს, რომლებსაც დიდი წნეხი აქვთ, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ოჯახის მხრიდან. როგორც კომიტეტმა დაადგინა, აკრძალვა გამოიწვევს არა მათი უფლებების დაცვას, არამედ მათი უფლებრივი მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას, ისინი საჯარო ადგილებში თავისუფალ გადაადგილებას ვერ შეძლებენ“, - აცხადებს ლომჯარია. ამასთან, ომბუდსმენმა განმარტა, რომ შეიძლება იყოს რიგი შემთხვევები, როდესაც მუსლიმ ქალებს ბურკის ჩაცმა შეეზღუდებათ, მაგალითად, ფოტოსურათის გადაღების ან საზღვრის კვეთის დროს.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)