|
2019-01-12 12:33:54, 1832 ნახვა
პოლიტიკა
მიქაუტაძე - მოსამართლეთა სიის გაწვევა შეუძლებელია, შეიქმნება ჯგუფი, სადაც კრიტერიუმებზე იმსჯელებენ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გიორგი მიქაუტაძის თქმით, დღეს არსებული კანონით, პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა უკან გაწვევა შეუძლებელია. თუმცა, მიქაუტაძის თქმით, უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც კრიტერიუმებზე იმსჯელებენ. „პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული და ეს კანდიდატურები იყოს გაწვეული, არ არსებობს. შესაბამისად, გავიმეორებ, რომ თუკი იქნება მიღებული კრიტერიუმები, ჩვენ მზად ვართ, რომ ღია პროცესში აბსოლუტურად, გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც შეთანხმდება სამუშაო, სარეფორმო ჯგუფი და რომელიც მიღებული იქნება. კანდიდატურების უკან წაღების პროცედურა არ არსებობს. ყველა, მათ შორის ეს 10 კანდიდატურაც და სხვა კანდიდატურებიც დაექვემდებარება შემოწმებას, იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელსაც შევიმუშავებთ. უახლოეს მომავალში გაიმართება სამუშაო ჯგუფის სეხვედრა, რომელზეც იქნება უკვე მსჯელობა დაწვრილებით დეტალებზე. წინასწარ ამაზე საუბარი არის უხერუხული“, - აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)