|
2019-01-11 18:55:55, 1664 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: არ მგონია, დღევანდელი დღე გვაძლევდეს საშუალებას, რომ საქართველო რუსეთთან რაიმე ურთიერთობაში იყოს
„არამგონია რომ დღევანდელი დღე გვაძლევდეს საშუალებას, რომ საქართველო რუსეთთან იყოს რაიმე ურთიერთობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობები საქართველომ დასავლელ პარტნიორებთან უნდა შეათანხმოს. „დღევანდელ დღეს და დღევანდელ პირობებში და სანამ მე არ დავინახავ რომ არის რაღაცა წინაპირობები იმისთვის, რომ გვქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები, დაარქვით დიალოგი თუ რაიმე ტიპის ახალი ურთიერთობა, ჩემი აზრით ვერ იქნება, თუ არა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ერთად. მე არამგონია, რომ დღევანდელი დღე გვაძლევდეს საშუალებას, საქართველო რუსეთთან იყოს რაიმე ურთიერთობაში, საწყის ურთიერთობაში, ისე რომ ეს არ იყოს თავის უახლოეს პარტნირებთან შეთანხმებული ბოლომდე“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)