|
2018-12-28 15:08:10, 1472 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრომ „ჰეპა-მერცი“-ს საინფუზიო ხსნარის რეალიზაცია შეაჩერა
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, ფარმაცევტული პროდუქტის „ჰეპა-მერცის“ საინფუზიო ხსნარი არ გამოიყენონ, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი. „მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 711121 სერიის მქონე აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის ფერის ცვლილების მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. აღნიშნული სერიის დისტრიბუცია განხორციელდა ავსტრიაში, პოლონეთსა და საქართველოში. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების მიერ, რეკომენდებულია, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის სადისტრიბუციო ქსელიდან გამოთხოვა. ფარმაცევტული პროდუქტი „ჰეპა-მერცის“ საინფუზიო ხსნარი გაიცემა რეცეპტით და გამოიყენება სტაციონარულ პირობებში. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოში შეჩერებულია 711121 სერიის მქონე აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია და იმპორტი, თუმცა სააგენტო, პრევენციული ღონისძიების სახით, მიმართავს, ასევე, პაციენტებს, არ გამოიყენონ საცალო რეალიზაციის ქსელში უკვე შეძენილი 711121 სერიის მქონე „ჰეპა-მერცი 5გ/10მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
(NS)
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)