|
2018-12-26 12:15:46, 1678 ნახვა
პოლიტიკა
2018 წელს ქალაქის მთავრობამ 44 სხდომა გამართა
2018 წელს ქალაქის მთავრობამ 44 სხდომა გამართა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2018 წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი სამუშაო იქნება შესასრულებელი. „საკმაოდ საინტერესო წელი იყო 2018. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. იყო გამოწვევები და პრობლემები, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ღირსეულად ვუპასუხეთ ყველა მათგანს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ყველაფერი მოწესრიგებულია და ყველა პრობლემა მოგვარებულია, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი გვექნება სამუშაო და უფრო მეტი გვექნება გასაკეთებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. .„მოსახლეობას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ჩვენ ამას ვგრძნობთ და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ვიგრძნობთ. ეს დამატებით სტიმულსა და შემართებას გვაძლევს, რომ ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, თბილისს და თბილისელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ერთწლიანი მუშაობისთვის მადლობა თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს გადაუხადა და კიდევ უფრო აქტიური, ნაყოფიერი და ქალაქის განვითარების ახალ საფეხურზე გადამყვანი წელი უსურვა.
(NS)
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)