02:56 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 18:39:38, 1211 ნახვა

საზოგადოება
სოფო კილაძე რელიგიურ საკითხებზე მსჯელობისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიცრელიგიურ თემებთან დაკავშირებული ერთიანი კანონპროექტის მომზადებაზე იმუშავებს. ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე კომიტეტისთავმჯდომარემ განაცხადა.

 სოფო კილაძის თქმით, თუ გავითვალისწინებთ რელიგიის თემაზე დაგროვებულ სხვადასხვა გააქტიურებულსაკითხს, უმჯობესი იქნება ფართო ჩართულობის სამუშაო ჯგუფში მოხდეს მათი განხილვა.

„გთავაზობთ, მსჯელობა გადავიტანოთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სადაც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სხვადასხვა ნორმატიულ აქტშირელიგიის საკითხების დარეგულირების შესაძლებლობა, ისე რელიგიის შესახებ კანონის პროექტის მომზადება. დეპუტატებთან ერთადჯგუფში ჩართულობას ვთხოვთ არასამთავრობო სექტორს, საქართველოში წარმოდგენილი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს დაყველა დაინტერესებულ მხარეს"- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ინიციატივას კომიტეტის სხდომაზე დამსწრე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დადებითად გამოეხმაურნენ. სამუშაო ჯგუფისპირველი შეხვედრა 21 იანვარს ჩაინიშნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics