23:18 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 13:02:12, 1831 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე - ქაოსია მთავრობაში, ფული გქონდეს და ვერ ხარჯავდე? ეს სერიოზული სისტემური პრობლემაა

„ელემენტარული ქაოსია მთავრობაში. წარმოგიდგენიათ, ფული გქონდეს და ვერ ხარჯავდე? ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არის ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით ბიუჯეტი აუთვისებელია.

„4 დღეა დარჩენილი საბიუჯეტო ჩვენი წლის და დაახლოებით, მილიარდ 250 მილიონი ლარის არს დასახარჯი. ანუ ეს ის ფული, რომელიც უნდა მოხმარებოდა ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნას, გზებს, სკოლები, ინფრასტრუქტურას და ა.შ. ელემენტარული ქაოსია მთავრობაში. წარმოგიდგენიათ, ფული გქონდეს და ვერ ხარჯავდე? ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არის ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემა. ერთადერთი, რაც გვესმის მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში ეს არის ე.წ. ჭარბვალიანობა, დაუხვევიათ ეს საკითხი. ამის გარდა, რაიმე იდეა მათ საერთოდ არ გააჩნიათ. როცა იდეა არ არის, ბუნებრივია, მისი განხორციელების არც გზები არსებობს და არც რესურსები. ამ გუნდით, რომელიც დღეს მთავრობაშია, კარგი იდეების შესრულებაც შეუძლებელია“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics