02:56 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 10:01:53, 928 ნახვა

საზოგადოება
წინასაახალწლო დღეებში, ე.წ. ვაგზლის ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, წინასაახალწლო დღეებში,  25 დეკემბრიდან  31 დეკემბრის ჩათვლით, საგზაო  უსაფრთხოების დაცვისა და მოძრაობის შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, თბილისში - ე.წ. ვაგზლის ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ან ნაწილობრივ შეიზღუდება.

კერძოდ:

•    ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აიკრძალება მ. წინამძღვრიშვილისა და აბასთუმნის ქუჩების კვეთიდან აბასთუმნის და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე.

•    ე.წ. „დინამოს“ წრიდან ავტომანქანების მოძრაობა ნებადართული  იქნება  ცალმხრივად, კერძოდ, მძღოლები „დინამოს“ წრიდან იმოძრავებენ გ. ცაბაძის ქუჩით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, შემდეგ აბასთუმნის ქუჩის გავლით  შეუძლიათ, გადაადგილდნენ ყოფილი სასტუმრო „კოლხეთის“ მიმართულებით და მოძრაობა გააგრძელონ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით.

•    ასევე, შეიზღუდება ავტომანქანების მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმართულებით.

•    ავტომანქანების მოძრაობა ნებადართული იქნება „დინამოს“ წრიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით, თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics