|
2018-12-22 12:12:31, 1183 ნახვა
საზოგადოება
ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა
თბილისის „ივენთ ჰოლში“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია გაიმართა. კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა. სესიის ბოლოს დელეგატებმა კენჭისყრით გამოავლინეს წლის საუკეთესო სპორტსმენი - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. ქართველმა ძალოსანმა ნოემბერში გამართულ მსოფლიო პირველობაზე 7 მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტალახაძეს ამ ნომინაციისთვის დამზადებული სპეციალური პრიზი - „ოლიმპიური ალი“ ლერი ხაბელოვმა გადასცა. საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაზე 4 სპორტსმენი იყო წარდგენილი: ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი), გურამ თუშიშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი) და ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩინეთისა და გერმანიის ღია პირველობის გამარჯვებული, ATP-ის რეიტინგში მსოფლიოს 21-ე ჩოგანი). მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გიორგი ჩხიკვაძე 10 000 ლარით დააჯილდოვა ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა სპონსორმა „საქართველოს ბანკმა“. ლაშა ტალახაძემ კი კომპანიისგან 4 000 000 PLUS ქულა მიიღო. 2018 წლის საუკეთესო სპორტული წლის შედეგების გათვალისწინებით საუკეთესოები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში: წლის სპორტსმენი - ლაშა ტალახაძე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძალოსნობა წლის ახალგაზრდა სპორტსმენი - გიორგი ჩხიკვაძე, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონი (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა) წლის ახალგაზრდა სპორტსმენი - გიორგი ჩხიკვაძე, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონი (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა) წლის სპორტსმენი ზამთრის სპორტის სახეობაში - მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი (ფიგურული სრიალი) წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი - ნუგზარ წურწუმია, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) წლის მწვრთნელი - ნუგზარ სხირელი, თავისუფალი ჭიდაობა წლის რეგიონალური ორგანიზაცია - სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია წლის სპორტსმენი ქალი - ანასტასია გოტფრიდი, ევროპის ჩემპიონი, ძალოსნობა
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)