|
2018-12-20 13:41:13, 1758 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი - თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ზოგ შემთხვევაში იყო მზარდი, მაგრამ აბსოლუტურ რაოდენობაში ძალიან მცირეა
„თავშესაფრის მაძიებელთა მიმართულებით ზოგ შემთხვევაში ტენდენცია იყო მზარდი, მაგრამ აბსოლუტურ რაოდენობაში ეს მაჩვენებელი ძალიან მცირეა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ევროკომოსიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ რიგ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ფინანსთა მინისტრის შეფასებით, მთვრობა ამ მიმართულებით დამაჯერებელ რეფორმებს ატარებს და როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით საფრთხეებს ვერ ხედავს. „მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე მოხდა ამ საკითხის წარდგენა და გაანალიზება. ჩვენ ვნახეთ, რომ რაღაცა ეტაპზე მართლაც იყო ზრდა ზოგიერთი ქვეყნების მიმართულებით, თუმცა ასევე წარმოდგენილი იყო ის ღონისძიებები, რომლითაც ჩვენ ამას შევამცირებთ. მინდა იცოდეთ, რომ ზოგ შემთხვევაში ტენდენცია იყო მზარდი, მაგრამ აბსოლუტურ რაოდენობაში ეს ძალიან მცირეა. ეს იყო რაც ჩვენ გვაწუხებდა, თუმცა ბევრ დადებით ტენდენციაზეცაა ნათქვამი ანგარიშში, რა მიმართულებითაც საქართველო მიდის და მე ვფიქრობ, ბევრი საამაყო გვაქვს. ვფიქრობ, მომავალ წლებში უფრო მეტი საამაყო გვექნება, რადგან მეტი დამაჯერებელი ტემპებით წავალთ ევროკავშირისკენ, უფრო მეტ დამაჯერებელ რეფორმებს გავატარებთ და ამ მიმართულებით მე ვერანაირ საფრთხეებს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის დაკსვნის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეების განაცხადთა რაოდენობა გაორმაგდა. მათივე ცნობით, ცნობით, 2018 წლის პირველ ნახევარში მიღებული იყო 9,680 თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი, ხოლო 2017 წლის იმავე პერიოდში - 4,770.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)