|
2018-12-20 09:13:12, 1517 ნახვა
სამართალი
სასამართლო დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 10:30 საათზეა ჩანიშნული. როგორც ცნობილია, პროკურატურა კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, რასაც დაცვის მხარე უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, კირკიტაძის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულების განადგურების საფრთხე არ არსებობს. მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტის 30-მდე დეპუტატი მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავდებში უდგება. ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავება, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხობს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)