|
2018-12-19 15:58:23, 1587 ნახვა
პოლიტიკა
გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, გაერთიანებული ოპოზიციის აქციას მართავს
„დღეს თუ ვინმე უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე, ეს დავით კრიკიტაძე კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს იმ პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორი, ბატონი გიორგი გახარია“, - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა გურჯაანის სასამართლოსთან განაცხადა, სადაც დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. უდუმაშვილის თქმით, ველისციხეში მომხდარ ინციდენტებზე სრული პასუხისმგებლობა შს მინისტრს ეკისრება. „გახარიამ დაგეგმა პროვოკაცია აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ და ჩახერგა ველისციხეში გზა და ის არის ამ დღის მთავარი ორგანიზატორი და მთავარი პროვოკატორი.იმ სასამართლოსი, რომელიც დღეს არის ქცეული პირად ნოტარიუსად ივანიშვილის, ჩვენ პოზიტიური განწყობები და იმედი არ გვაქვს, თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო იმედი გვაქვს მოსამართლის პირადი გადაწყვეტილების, რამდენად ვაჟკაცი იქნება მოსამართლე და რამდენად შეძლებს, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა. პროკურატურამ დავით კირკიტაძეს ბრალი უკვე წარუდგინა. ბრალის წარდგენის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, გურჯაანის სასამართლოსთან ელოდებიან დავით კირკიტაძის თანაგუნდელები. გაერთიანებული ოპოზიცია, სასამართლო პროცესის პარალელურად, საპროტესტო აქციას მართავს.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)