|
2018-12-19 12:30:28, 1411 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია - სალომე სამადაშვილი ქვეყნისთვის საზიანო, უსაქმური და კანონების არმცოდნეა
„სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი - იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი უსაქმური და კანონების არმცოდნე“, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ბესელიას თქმით, ენმ-ს წევრს, სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომებზე დასწრების ყველაზე მეტი გაცდენა აქვს. „სალომე სამადაშვილი, როგორც ელჩი - იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი, უსაქმური და კანონების არმცოდნე. ყველაზე მეტი გაცდენა აქვს და არ წაუკითხავს არც ერთი კანონპროექტი, რაც იხილება პარლამენტში. ან აქამდე რატომ იყო“, - წერს ეკა ბესელია. შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სამადაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი მოთხოვნით ის ბიუროს მიმართავს. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში გააგრძელებს მუშაობას.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)