|
2018-12-18 15:43:53, 1600 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია სომეხ კოლეგას მასპინძლობს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის ხელმძღვანელი, ვალერი ოსიპიანი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვალერი ოსიპიანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა კოლეგას სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. "ორგანიზებული დანაშაული არის ის გამოწვევა, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ და მიუხედავად იმ წინააღმდეგობებისა, რომლებიც განსაკუთრებით ამ საზღვრისპირა ზონებში გვაქვს, უკვე დავსახეთ კონკრეტული გეგმა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, მომსახურების სააგენტო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს. დაგეგმილია სტუმრობა "112"-სა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოში. დელეგაციის წევრები აღნიშნული დანაყოფების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან. "ჩვენ ქვეყანაში ამჟამად მიმდინარეობს პოლიციის რეფორმა და ჩვენ დავინტერესდით საქართველოს საპატრულო სამსახურის საქმიანობით. გვინდა, გამოვიყენოთ საქართველოს საპატრულო სამსახურის მოდელი ჩვენ ქვეყანაში. ჩემი მოადგილე რამდენიმე თვის წინ ეწვია საქართველოს და უკვე აქტიურად მიმდინარეობს საპატრულო საგუშაგო სამსახურის და საგზაო პოლიციის გაერთიანების პროცესი. 2019 წელს ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული გვექნება ახალი საპატრულო სამსახური", - განაცხადა ვალერი ოსიპიანმა. სომხეთის დელეგაცია საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
(NS)
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)