|
2018-12-18 11:22:54, 1295 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით, ცნობიერებისა და კომუნიკაციის დონის და ამ დარგში ევროკავშირის მხარდაჭერის ცნობადობის ასამაღლებლად“ ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრის მიზანს მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების გაცნობის ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საფუძველზე, ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების მიმოხილვასა და შესრულების სტატუსზე. საუბარი შეეხო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპს, რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან შევა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკა, თანამედროვე მიდგომები, საუკეთესო გამოცდილება და საქართველოში არსებული გამოწვევები. სამუშაო შეხვედრას ცენტრალური და რეგიონული მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.
(NS)
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)