|
2018-12-17 19:57:47, 1429 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე - უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ძალის მიერ ჩადენილი მოქმედებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს
„უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ძალის მიერ ჩადენილი მოქმედებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე facebook ლაივში, ველისციხესთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს და გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და მოთმინებისთვის სამართალდამცავებს განსაკუთრებულ მადლობას უხდის. მთავრობის მეთაურმა პროფესიული მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულებისთვის ასევე მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს. „ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა ასეთ პოლიციით. ასევე განსაკუთრებული მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელშეშლის მიუხედავად შეძლეს გუშინდელი დღის ობიექტურად გაშუქება. „ნაციონალური მოძრაობა" არ იშლის ტრადიციებს, განაგრძობს ძალადობას და საზოგადოებაში ისეთი განწყობის შექმნას, თითქოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრობლემებია. ამის ილუზია ნურავის ექნება, ვერც ერთი ძალა და ვერანაირი ასეთი ქმედება საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსს ვერ შემოიტანს. კამერებზე დაფიქსირებული იყო ძალიან ბევრი დარღვევა. ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი გასცდა კანონის ჩარჩოებს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ძალადობაში შემჩნეული ნებისმიერი პირი, იქნებოდა ეს პოლიციელების თუ მოქალაქეების მისამართით, კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, ყველას აქვს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება, მაგრამ ის, რაც ვიხილეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კიდევ ერთხელ მადლობა პოლიციელებს მოთმინებისთვის და მაღალი პროფესიონალიზმის ჩვენებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა ასეთივე მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენეს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში კენჭისყრის დღეს და პროცესის მშვიდობიან რეჟიმში ჩატარება უზრუნველყვეს.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)