|
2018-12-17 15:47:12, 1224 ნახვა
პოლიტიკა
„გამჭვირვალობა“ პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მთავარ პროკურატურას მოუწოდებს სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, - ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი. გარდა ამისა, "გამჭვირვალობაში" მიიჩნევენ, რომ გამოძებამ უნდა დაადგინოს „რუსთავი 2-ის“ ეთერში ნაჩვენები ჩანაწერების ავთენტურობა. ორგანიზაცია ასევე მიმართავს ცესკოს და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ მიიღონ სათანადო დისციპლინარული ზომები ჩანაწერებში ნაჩვენები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ. „15 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერით გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც წარმოდგენილი იყო ვიდეო ჩანაწერები, თუ როგორ აყალბებდნენ ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საპრეზიდენტო არჩევნებს სხვადასხვა გზით. არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ვიდეო ჩანაწერების მეშვეობით, შესაძლებელია იმ ადამიანთა იდენტიფიცირება, რომლებიც იყვნენ ამ პროცესში ჩართული“, - ნათქვამია განცხადებაში.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)