00:05 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 15:31:25, 863 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „ფიტერა“ დირექტორს, მაქსიმ ბუკრეევს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „ფიტერა“ დირექტორს, მაქსიმ ბუკრეევს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ორგანული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. 

საუბარი შეეხო ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა ორგანული სასუქების წარმოება-გამოყენების საკითხებს და, შედეგად, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, მოსავლიანობის ხარისხისა და რაოდენობის ზრდის, აგრეთვე, აგროეკოსისტემების შენარჩუნების მნიშვნელობას. 

ბელარუსული კომპანიის წარმომადგენლებმა ქართველი ფერმერების ცოდნის ამაღლების მიზნით, მათთვის კონსულტაციების გაწევის და გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვეს. 

შეხვედრას საქართველოში ბელარუსიის საელჩოს მრჩეველი, გენადი კლუგა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დარგობრივი უწყებებისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics