|
2018-12-16 19:42:16, 1416 ნახვა
პოლიტიკა
მელია - გვექნება კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებული მოძალადეების სასწრაფოდ დასჯას
„მივდივართ ახლა თბილისში, რუსთაველის გამზირზე და გვექნება კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება მოძალადეების, იდენტიფიცირებული მოძალადეების სასწრაფო წესით დასჯას“, - ამის შესახებ ენმს-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ცოტა ხანში რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. ნიკა მელიას თქმით,სამოქმედო გეგმას სწორედ აქციაზე გააჟღერებენ. ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს ის, რაც ჩაიდინეს ახალქალაქში, კონკრეტულად ვგულისხმობ ადამიანს, ვისაც შემოაკვდა და მოკლეს ქალბატონი ია ზუგდიდში, ელემენტარულად გამოძიებაც არ დაწყებულა, ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორს ვგულისხმობ. სახელით და გვარით არის ცნობილი ჩვენთვის 30-მდე ადამიანი, ვინც კდემამოსილი სახეებით, მათ შორის ქალბატონები, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ მათ შორის ბებიებიც იყვნენ, დედებიც, რომლებიც აყალბებდნენ არჩევნებს. ამათ დასჯას და უბრალოდ ბრალის წაყენებას კი არ ვითხოვთ, სასწრაფოდ დაპატიმრებას. რა არის იმაზე მძიმე დანაშაული, თუ არა ესეთი მასიური გაყალბება, როდესაც მთელმა ქვეყანამ გავიგეთ, ვინ აყალბებდა, ან ასეთი პრეზიდენტი რაში გჭირდებათ, რომც იყოს პრეზიდენტი? არ შეგრცხვათ, არ მოგერიდათ კამაზები რომ ჩაგვიხერგეთ? კამაზები იყო ჩახერგილი რუსული ნომრებით“, - აღნიშნა მელიამ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)